ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

COMPANY  IULON-TRANS  LTD  დაფუძნდა 2008  წელს და დაარსების დღიდან  მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული. ჩვენ დევიზია ,,აირჩიეთ ხარისხი".
მომსახურების მაღალი ხარისხი, მოქნილი და კვალიფიციური მენეჯმენტი, საიმედო უცხოელი და ქართველი პარტნიორები, კვალიფიციური მძღოლები, გადაზიდვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით,  ეს ის უპირატესობებია, რაც უზრუნველყოფს კომპანიის გამართულ მუშაობას და ჩვენ წამყვან პოზიციაზე ყოფნის შეუქცევადობას ამ სფეროში.
კომპანიის საქმიანობის სფერო  ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებია. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს აწარმოებდა. დროთა განმავლობაში ,, კომპანია იულონ-ტრანსი"  გაფართოვდა და მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის სერვისები შესთავაზა. 

დღეისათვის შ.პ.ს.“კომპანია იულონ-ტრანსი“ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ლიდერი კომპანიაა ამიერკავკასიაში. კომპანია სატვირთო გადაზიდვებს ევროპის, აზიის, დ.ს.თ.-სა და ამიერკავკასიის ქვეყნებში ორივე მიმართულებით ახორციელებს. 
ასევე, კომპანია  საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს საექსპედიტორო - საიმპორტო და საექსპორტო მომსახურებას მსოფლიოს ნებისმიერი  მიმართულებით სთავაზობს.

კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით, რომელიც მუდმივად ზრუნავს გადაზიდვის დროს ტვირთის უსაფრთხოებაზე და გაწეული მომსახურების ხარისხზე. კომპანიის ხელმძღვანელობა ყოველთვის მზად არის გაითვალისწინოს მომხმარებელთა მოთხოვნები და ამის შესაბამისად, შექმნას მოქნილი და ხელმისაწვდომი  პირობები.  

დაარსებიდან დღემდე  ,,კომპანია იულონტრანსი"  საქართველოს საერთოშიროსო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის  წევრია, რომლისგანაც კომპანიას  ყოველწლიურად ენიჭება სათანადო ხარისხის სერთიფიკატი.  

ასევე, კომპანია იულონ-ტრანსი “ტირ კარნეტის” მომხმარებლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 
შ.პ.ს. კომპანია იულონ-ტრანსი თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე  მსოფლიოში წამყვან  სხვადსხვა საერთაშორისო  სატრანსპორტო კომპანიებთან.

კომპანია იულონ-ტრანსისთვის უმთავრესი  მაღალხარისხიანი მომსახურება და სანდოობაა. თქვენთვის ხელსაყრელ ფასებში თქვენ შეძლებთ ნებისმიერი სახის ტვირთის ტრანსპორტირებას ორივე მიმარეთულებით საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.